კულტურა

სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოში, რამდენიმე ისტორიულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მათ შორისაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სანავიგაციო ნაგებობა, სოხუმის შუქურა, რომელმაც ფუნქციონირება 1864 წელს დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” ავრცელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ანთიძის ბრძანების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ რვა ისტორიულ ნაგებობას მიენიჭა. ესენია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთი, რომელიც შუა საუკუნეებს ეკუთვნის; ონის მუნიციპალიტეტში მდებარე წულუკიძეების კარმიდამო (XIX საუკუნე); სოსო ზვიადაურის სახლი სოფელ ანდაქში, რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული; კასპში, სოფელ ხოვლეში მდებარე ისიდორაანთ (წმ.ნინოს) საყდარი; საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სენაკში; წედისის ციხის კომპლექსი: 1. ციხე-გალავანი 2. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია გორში, სოფელ წედისში და დუშეთში, სოფელ საბაშუროში მდებარე 1847 წელს აშენებული “ძველი სკოლა”.

კომენტარები

კომენტარი