არქიტექტურა, არქეოლოგია

ებრაელმა არქეოლოგებმა ბრინჯაოს ხანის “ნიუ-იორკი” აღმოაჩინეს

ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით 5,000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს. ებრაელების კვლევებით, უძველესი ქალაქი დაგეგმარებულია, რის გამოც არქეოლოგებმა მას ბრინჯაოს ხანის „ნიუ-იორკი“ შეარქვეს, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა DW ავრცელებს.

მათი თქმით, ეს არის ბრინჯაოს ხანის ყველაზე მასშტაბური ურბანული ტერიტორია, რომელიც ნაპოვნია რეგიონში დღემდე. აღმოჩენამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს შეხედულებები ურბანიზაციის დაწყების თარიღზე.

ისრაელის სიძველეების სააგენტოს ფეისბუქიდან ვიგებთ, რომ ქალაქი აღმოაჩინეს ენ-ესურის გათხრების ადგილზე, ჰარიშის მახლობლად, საგზაო სამუშაოების დროს. ქალაქი თელ-ავივამდე ჩრდილოეთით, დაახლოებით 50 კილომეტრშია.

ქალაქის ფართობი 65 ჰექტარს მოიცავს, სადაც 6000-მდე ადამიანის სახლი მდებარეობდა.

bronze age new york-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი