საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: Birja Mafia ახალ კლიპს აქვეყნებს

ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Birja Mafia რეპერ Serhio-სთან ერთად ახალ კლიპსა და კომპოზიციას Blatata Boy აქვეყნებს.

ვიდეო Young Mic-ის ოფიცილაურ იუთუბგვერდზე 6 ოქტომბერს განთავსდა.

Birja Mafia-ს წევრები ბარკალა (მიშკა მგალობლიშვილი, იგივე იანგ მაიკი), სტეჩკინა (გიორგი ქებურია, იგივე KAY G) და წეპო (კაკი ჭანურიძე) არიან. ჯგუფი, შემოქმედების გარდა, საქართველოთვის ცნობილი სკანდალური საქმით გახდა. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრები, Young Mic და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რეპერების დაკავებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და მოსახლეობამ პარლამენტთან აქცია დაგეგმა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი