საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინეთ: FuLA ახალ კომპოზიციას Yaman აქვეყნებს

ქართველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, გიორგი შენგელიამ, სასცენო სახელით FuLA, ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Yaman გამოაქვეყნა.

ჰიპ-ჰოპ ნაწარმოები არტისტის იუთუბგვერდზე 6 ოქტომბერს განთავსდა.

Fula Calypse-მა პირველი სიმღერა „მოძრაობა“ 13 წლის ასაკში Serious-თან ერთად ჩაწერა, თუმცა იგი ჰიპ-ჰოპით ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში დაინტერესდა.[

წლების მანძილზე იგი სხვა ქართველ რეპერებთან ერთად (როგორებიც არიან ზაზა ნოზაძე, დუდა, Cibo, Bagira) იყო ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფ „ქსელი 56“-ის წევრი. გიორგი შენგელიას ძირითადი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მის ნამუშევრებში ხშირად წინ ნარკოტიკების თემა და სოციალური საკითხებია წამოწეული. არტისტის ყველაზე ცნობილი ტრეკებია “გეტოს შვილი”, “თუ დებ, დადე”, “წავედი მე” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი