საშემსრულებლო ხელოვნება

როკ-ჯგუფი Kiss ინდოეთის ოკეანეში კონცერტს გამართავს, რომელსაც მხოლოდ 8 ადამიანი დაესწრება

ამერიკული როკ-ჯგუფი Kiss ინდოეთის ოკეანეში კონცერტს გამართავს. მასზე დასწრების ბედნიერება კი ჯგუფის უამრავი ფანიდან მხოლოდ 8-ს ექნება. Kiss-ის წევრები და კონცერტის 8 მსმენელი ავსტრალიის ქალაქ პორტ-ლინკოლნიდან გემით შევლენ ოკეანეში, იქ, სადაც თეთრი ზვიგენები ბინადრობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ცხოველებს დაბალი სიხშირის ბგერები იზიდავთ და მათზე რეაგირებენ, გამოდის, რომ მათ მძიმე როკი და როკ-ენ-როლი უყვართ.

ჯგუფი გემზე დარჩება და 4 სიმღერას შეასრულებს, ფანები კი გამჭვირვალე ბოქსში იქნებიან, ისინი თან საყვარელი ჯგუფის კონცერტს მოისმენენ და თან ზვიგენების რეაქციას პირდაპირ ოკეანეში დააკვირდებიან.

კონცერტი საქველმოქმედო პროექტის, Airbnb Animal Experience-ს ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანიც ველურ ბუნებაში მოგზაურობა და ცხოველების ბუნებრივ გარემოში უკეთ გაცნობაა.

ბილეთის ფასი მხოლოდ 50 დოლარი იყო. თუმცა ისინი მხოლოდ პირველი რვა ადამიანისთვის გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ კონცერტი 18 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი