კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ჰომერი, როგორც ფრედი მერკური – ინტერნეტში “სიმფსონების” ახალი კადრი გავრცელდა

ინტერნეტში სერიალ “სიმფსონების” ახალი სეზონიდან მთავარი გმირის, ჰომერის კადრი გავრცელდა, სადაც ის ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის სოლისტი ფრედი მერკურია. ინფორმაციას ამის შესახებ NME ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მხატვრებმა სრულად გაიმეორეს ფრედი მერკურის ვიზუალი 1985 წელს, დიდ ბრიტანეთში, უემბლის სტადიონზე გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან. სწორედ აქ შეასრულა ჯგუფმა თავისი ყველაზე პოპულარული 6 სიმღერა: “Bohemian Rhapsody”, “Radio Ga Ga”, “Hammer to Fall”, “Crazy Little Thing Called Lovе”, “We Will Rock You” და “We Are the Champions”.

“სიმფსონების” ახალი სეზონის პრემიერა, დღეს, 6 ოქტომბერს, Fox TV-ზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სან-დიეგოში გამართულ საერთაშორსო ფესტივალზე, Comic-Con-ზე, ანიმაციური სერიალის “სიმფსონების” შემქმნელმა, მეთ გრეინინგმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, გადაიღოს მეორე სრუმლეტრაჟიანი ფილმი სიმფსონებზე, რომელიც 2007 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევრის “სიმფსონები კინოში” გაგრძელება იქნება. მეთ გრეინინგის თქმით, დროის ასეთი დიდი შუალედი განაპირობა იმან, რომ სერიალზეც და სრულმეტრაჟიან ფილმებზეც ერთი და იგივე შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს და შესაბამისად, რთული იყო, სეზონებს შორის არსებულ დროის მონაკვეთში სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნაზე ფიქრი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Disney-სა და Fox-ის გაერთიანების შემდეგ, მრავალ სერიალსა და ფილმზე უფლება, სწორედ, Disney-მ მოიპოვა. მეთ გრეინიგის თქმით, Disney უკვე მზადაა, გამოყოს თანხები “სიმფსონების” ახალი, სრუმლეტრაჟიანი ფილმის გადაღებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი