კულტურა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა, ხოლო ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და ასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული
გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 127 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი