კინო

დიმიტრი ცინცაძის “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია

დიმიტრი ცინცაძის “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.

ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სექციაში “აღმოჩენები” აჩვენებენ კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის – ლევან აკინის ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

შეგახსენებთ, რომ ფილმი სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულს ეძღვნება. სწორედ ეს ფილმი გაიგზავნება 2020 წლის ოსკარზეც.

ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი