საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო ჟიურიმ 26 ევროპულ ფესტივალს შორის დაასახელა

ევროპის ფესტივალების ასოციაციის საქართველოში “EFFE HUB“  ავრცელებს ცნობას, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო ჟიურიმ ევროპის 715  ფესტივალიდან 26 ლაურეატ ფესტივალს შორის დაასახელა, თავისი გამორჩეული მაღალმხატვრული ხარისხისა და ინოვაციური, შთამბეჭდავი საქმიანობის თვალსაზრისით.

2017 წლის 18 სექტემბერს, ბრიუსელში ევროპის ფესტივალების ასოციაცია (EFA) და   „ევროპა ფესტივალებისთვის, ფესტივალები ევროპისთვის“ (EFFE) საერთაშორისო ჟიურისთან ერთად, გამოავლენს 26 გამარჯვებულ ფესტივალს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეფფე-ს უმაღლესი ჯილდოთი – EFFE AWARD.

მსგავსი წარმატება არა მხოლოდ კონკრეტული ფესტივალების, არამედ მთლიანად ქვეყნისა და ამ სფეროს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამ მიმართულებების განვითარებას აქტიურად შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი