კინო

“ეს არაა კინო” – მარტინ სკორსეზე Marvel-ის ფილმებზე

გამოცემა Empire-სთან საუბრისას, ჟურნალისტმა რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დაუსვა კითხვა, უყურებს თუ არა ის Marvel-ის კინოფილმებს, რაზეც მან უპასუხა, რომ სცადა მათი ყურება, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან მათ ცოტა რამ აქვთ საერთო ნამდვილ კინემატოგრაფიასთან.

“მე მათ არ ვუყურებ. იცით, ვცადე, მაგრამ ეს არაა კინო. გულწრფელად რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგადაა გადაღებული, მსახიობებიც ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, ჩემთვის მაინც პირველი, რაც ამ ფილმებზე მახსენდება, ატრაქციონების პარკია. ეს არაა კინო, რომლის საშუალებითაც ერთი ადამიანი ცდილობს, თავისი ფსიქოლოგიური და ემოციური გამოცდილება გადასცეს სხვებს” – აღნიშნა რეჟისორმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, სკორსეზეს ახალი ფილმის, “ირლანდიელის” პრემიერა შედგა. ფილმი 27 ნოემბერს, Netflx-ზე გამოვა.

კომენტარები

კომენტარი