შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლონდონში გრეტა თუნბერგის ყინულის ქანდაკება გამოჩნდა

ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე, ახალგაზრდა შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის ყინულის ქანდაკება დადგეს. ამ იდეის ავტორები არიან ის სარეკლამო აგენტები, რომლებმაც 2019 წლის დასაწყისში, “ინსტაგრამზე” კვერცხის ექაუნთი შექმნეს და ნახვებით რეკორდი დაამყარეს. როგორც გახსოვთ, რეკორდის მოხსნასთან ერთად, კვერცხის შესახებ პოსტი ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემად იქცა.

ამჯერად, მათ ლონდონის ცენტრში გრეტა თუნბერგის ყინულის ქანდაქება დადგეს და ამით ახალ პროექტზე, თუნბერგის მუდმივი სკუპლტურის შექმნის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, თუნბერგის უდიდესი დამსახურება, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობაში, ძალიან დასაფასებელია.

ლონდონის მცხოვრებლებმა უკვე დაწერეს პეტიცია მერის სახელზე და მოითხოვეს, რომ მან სკულპტურის დადგმის ბრძანება გასცეს.

ყინულის ქადაკების შემქნელების თქმით, თუნბერგის მუდმივი სკულპტურა ბრიტანელების მასშტაბურ კლიმატურ მოძრაობაში ჩართულობის სიმბოლო იქნება.

#TechneIce are all about the #accuracy and #detail of the subject#GretaIceberg #gretathunberg #climatechange @khan_whelan @gretathunberg #london #trafalgarsquare #climatestrike #icesculpture #culture #outsideofthebox #creative #innovative #extraordinary pic.twitter.com/vmxCvkot6c— Techne Ice (@TechneIce) October 2, 2019

Came across this ice sculpture outside the National Gallery today. 🙏🍃#environment #gretathumberg #gretaiceberg pic.twitter.com/G3elPkzMuq— Ryan Laughton (@RyanLaughton) October 2, 2019

კომენტარები

კომენტარი