კინო

ჯეიმს ფრანკოს სტუდენტები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ჯეიმს ფრანკოს სამსახიობო სკოლის, “Studio 4”-ის სტუდენტები მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში სარჩელი ორმა ქალმა შეიტანა. სარა ტიტერ-კაპლანი და ტონი გაალი ფრანკოს მიერ დაარსებულ სამსახიობო სტუდიაში 2014 წლიდან სწავლობდნენ. მათი მტკიცებით, ისინი სტუდიაში მისვლის დღიდან იყვნენ სექსუალური ზეწოლის მსხვერპლნი თავად 41 წლის მსახიობისა და რეჟისორის, ჯეიმს ფრანკოსა და მისი პარტნიორების მხრიდან.

სარჩელში წერია, რომ ჯეიმს ფრანკო გოგონებს ფილმებში მონაწილეობას ჰპირდებოდა, ამისთვის კი მათ უნდა გაევლოთ სპეციალური კურსები, რომელიც მოიცავდა მასტერ კლასებს სექსუალური სცენებისთვის. 

გოგონებi ამ მასტერ კლასებზე მოსახვედრად ქასთინგს გადიოდნენ, რომლის დროსაც, მათ ინტიმურ სცენებს იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ სტუდიაში, კამერების წინ, მათ ისეთი რაღაცების გაკეთებას აიძულებდნენ, რაც კინოინდუსტრიის სტანდარტების საზღვრებს სცდება. ეს ფილმები, ამ დრომდე, არ გამოსულა.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ფრანკო მანამდეც იყო ასეთი ბრალდების ადრესატი. 2018 წელს, სწორედ, სარა ტიტერ-კაპლანმა დაადანაშაულა ის სექსუალურ შევიწროებაში.

კომენტარები

კომენტარი