შემოქმედებითი ინდუსტრიები

12 ოქტომბერს “მოძრაობის თეატრში” ქართულ-ამერიკული სპექტაკლის „თამადა მანჰეტენზე“ პრემიერია შედგება

12 ოქტომბერს, 20:00 საათზე,მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა, „თამადა მანჰეტენზე“  გაიმართება. ღონისძიებას გახსნის აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, ჯულიუს ცაი.

ბროდვეის მიუზიკლის ფორმატში დადგმული სპექტაკლი მოძრაობის თეატრის და ვაშინგტონის თეატრის Company E-ს ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით შედგა.

სპექტაკლს ცოცხალი მუსიკით გააფორმებს სანდრო ნიკოლაძის ბენდი, ამერიკიდან მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ვაშინგტონიდან საქართველოში მოწვეული არიან: რეჟისორი, სცენოგრაფი, ქორეოგრაფი, მუსიკოსები,  ვოკალისტები, რომლებმაც მოძრაობის თეატრის დასსა და ბენდს  ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, ამერიკულ დასთან მუშაობა მოძრაობის თეატრისთვის განსხვავებული სასცენო ოსტატობის გამოცდილების გაცნობის კარგი შესაძლობა აღმოჩნდა.  წარმატებული  კოლაბორაცია შედგა.

„მოძრაობის თეატრის და Compani E-ს ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი აგებულია ამბავზე, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ იორკში ხვდება. სევდიანი ამბავი, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში“, – აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

კომენტარები

კომენტარი