შემოქმედებითი ინდუსტრიები

მწერალთა სახლი გიწვევთ წიგნის „თბილისი – ისტორიული ქალაქის შენარჩუნება“ წარდგინებაზე

4 ოქტომბერს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში გიწვევთ წიგნის „თბილისი – ისტორიული ქალაქის შენარჩუნება“ წარდგინებაზე.

წიგნი გამოიცა ბრიტანეთის კონსერვაციის საქველმოქმედო ფონდის, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ევროპის მემკვიდრეობა“, თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფისა და ქართული არქიტექტურის წამყვანი ისტორიკოსებისა და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევით. წიგნი ნათელს ფენს შეუდარებელ არქიტექტურულ სილამაზეს ეგრეთ წოდებული „კავკაზიის პარიზისა“ და მას მსოფლიო საზოგადოებისათვის გასაცნობად წარადგენს. თუმცა, აღნიშნული ნაშრომი ასევე ხაზს უსვამს იმ საშიშროებებს, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დგას ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობა: შემდგომი ხუთი წელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისის გადარჩენისათვის – ამჟამინდელმა მშენებლობის ბუმმა გამოიწვია ახალი არქტიტექტურული ნაგებობების სიჭარბე და ბევრი ისტორიული შენობის თვითნებური ხელყოფა. ახალმა დროებამ ახალი საფრთხეები მოიტანა.

ქალაქის კონსერვაციის მზარდი მოძრაობა ცდილობს ამ პრობლემებთან გამკლავებას. ეს ანგარიში ასევე წარმოაჩენს და ხაზს უსვამს ამ მოძრაობის შრომას. კრებულს პრეზენტაციაზე წარადგენს ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ევროპის მემკვირეობის“ დირექტორი და ანგარიშის თანაავტორი ჰენტრიეტა ბილინგსი, ფოტოგრაფი რიჩარდ დევისი, „თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფის“ დამაარსებელი წევრი პიტერ ნესმიტი და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ევროპის მემკვიდრეობის“ უფლებამოსილი პირი კლემენტინ სესილი, ასევე არქიტექტურის ისტორიკოსები და ანგარიშის თანაშემდგენელები მაია მანია, ნესტან თათარაშვილი, ნანო ზაზანაშვილი და ჟურნალისტი და ანგარიშის თანაშემდგენელი უილიამ დანბარი.

პრეზენტაციაზე ასევე შეძლებთ კრებულის შეძენას.

კომენტარები

კომენტარი