ვიდეოები

ნახეთ: დუეინ ჯონსონმა 100 წლის ფანს დაბადების დღე მიულოცა

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა, დუეინ ჯონსონმა, 100 წლის ფანს, მარი გროვერს, დაბადების დღე მიულოცა. მსაიოხბმა მას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც “Happy birthday to you” უმღერა. ვიდეოში ჯონსონმა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ამაყია, ასეთი გულშემატკივარი რომ ჰყავს.

“ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ეს საჩუქარი გამოგიგზავნოთ” – აღნიშნა მსახიობმა და გროვერს დაბადების დღის მხიარულად გატარება უსურვა.

მოგვიანებით, გროვერის ოჯახის წევრმა ინტერნეტში, კერძოდ, Twitter-ის გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც 100 წლის ფანის ემოციები ჩანს. ვიდეომ მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა.

გროვერის რეაქცია თავად ჯონსონმაც გააზიარა საკუთარ Twitter ვერდზე და დაწერა, რომ ბედნიერია ამ ვიდეოს ნახვით. მისი თქმით, ასეთი ამბები დიდებისა და პოპულარობის საუკეთესო ნაწილია.

Love seeing this. Happy 100th Grandma Grover! I’m honored you’re a fan and grateful you were born! Much love, Rock.
(wish my grandma was still around, but stuff like this is always the best part of fame) #phillystrong 💝 https://t.co/EvuKAbuULT— Dwayne Johnson (@TheRock) October 2, 2019

კომენტარები

კომენტარი