ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ლონდონის გალერეაში შიმპანზე კონგოს ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ბრიტანელმა ზოოლოგმა, დესმონდ მორისმა გადაწყვიტა, უნიკალური ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყოს. ნამუშევრები გამორჩეულია იმით, რომ ისინი XX საუკუნეში შექმნა შიმპანზემ, სახელად კონგო.

1950-იან წლებში, მორისი მაიმუნებზე ექპერიმენტებს ატარებდა და, შედეგად, ცხოველებში აღმოაჩინა შემოქმედებითი შესაძლებლობები. რამდენიმე წლის განმავლობაში, კონგომ 400-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. ზოოლოგის თქმით, ამ ექსპერიმენტისთვის მან ზოოპარკის ყვეალზე ხმაურიანი შიმპანზე აირჩია. დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ ვერც ერთი მაიმუნი ვერ ხატავდა ისეთი ენთუზიაზმით, როგორითაც კონგო. დროთა განმავლობაში, მან წრეების ხატვაც ისწავლა, ესმოდა კომპოზიცია და სიმეტრია. მის სტილს “ლირიკული აბსტრაქტული იმპრესიონიზმი” უწოდეს.

კონგო 1964 წელს, 10 წლის ასაკში მოკვდა. სიკვდილის შემდეგ, მისი ნამშევრები ისეთმა დიდმა მხატვრებმა შეიძნეს, როგორებიც არიან პაბლო პიკასო და ჟოან მირო. 2005 წელს, აუქციონის სახლმა “Bonhams” კონგოს რამდენიმე ნახატი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ კონგოს ნახატები ამ აუქციონზე რენუარისა და უორჰოლის ნამუშევრების გვერდით იყო წარმოდგენილი. მათი ტილოები არ გაყიდულა.

ახალ გამოფენაზე, რომელიც ლონდონში, The Mayor Gallery-ში, 3-19 დეკემბერს გაიმართება, კონგოს 55 ნამშევარი იქნება წარმოდგენილი და შესაძლებელი იქნება მათი შეძენაც. ნახატების ფასი 1800-დან 7300 დოლარამდე იქნება.

Chimpanzee_congo_painting
Congo_chimpanzee_painting-1
Congo_painting_2
Congo painting 4.jpg

კომენტარები

კომენტარი