არქიტექტურა, არქეოლოგია

სოციალური სეგრეგაცია მიუღებელია – ლეკვეიშვილის ვიდეომიმართვა

ფოტო: რადიო თავისუფლება

არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი კინოთეატრ “აპოლოსთან” დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“ეს არის დაუსრულებელი აზრი. იწყებ რაღაც ამბის მოყოლას, რომ ლა სკალა აშენდა ორი შესასვლელით, ერთი მდიდრებისთვის და ერთი ღარიბებისთვის, მაგრამ დემოკრატიულ იტალიაში ეს იყო სერიოზული პრობლემა. დღეს იქაურობა იმდენად დემოკრატიზებულია, რომ მე – სტუდენტი შეიძლება ვყოფილიყავი იმ დადგმებზე 10-15 ევროდ, როცა ჩემს გვერდზე მჯდომს უზარმარი თანხა აქვს გადახდილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი, რომ ამ სივრცეში იყოს სოციალურად სხვადასხვა ფენა. ” – განაცხადა ლეკვიაშვილმა.

28 სექტემბრის “რეალური სივრცის” ეთერი კინოთეატრ “აპოლოს” რესტავრაციის მიზნებს დაეთმო. გადაცემაში ლეკვეიშვილმა განაცხადა, რომ მათი პროექტის მიხედვით, შენობაში გაჩნდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი. იქნება შემოსასვლელი ლობი, რომელიც ქალაქს მოემსახურება. ესკიზიდან, აგრეთვე, ვიგებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში იფუნქციონირებს კინოთეატრი და კაფე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში კინოთეატრ „აპოლოს“ რეაბილიტაციის ესკიზური პროექტი 2018 წლის 3 ოქტომბერს შევიდა.

შენობის ერთ-ერთი მესაკუთრე, მერიაში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, არის შპს კონფიდენს გრუპი“ (ფლობს საერთო ფართის ნაწილს, 184 კვ,მ-ს), რომლის დირექტორია ოზგურ დურდაბაქი.

,,აპოლოს“ პრივატიზება პირველად მოხდა 1992 წელს, შემდეგ 1998 წელს.

2002 წელს კინოთეატრი “აპოლო” სს “ქართული ფილმის” მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით, 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა.

მოგვიანებით შენობა გაიყიდა და მისი მფლობელი შპს “თეატრები აპოლო” გახდა.

კომენტარები

კომენტარი