ვიდეოები

ნახეთ: „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი გია ყანჩელის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო

კლისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩის დაწყებამდე „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა და სტადიონზე მყოფმა მაყურებლებმა გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სტადიონზე ასევე გაისმა გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოები „ყვითელი ფოთლები“.

ლეგენდარული კომპოზიტორი გუშინ, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალებამდე თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვა. 

კომენტარები

კომენტარი