კულტურა

სახლი, სადაც კურტ კობეინმა თავი მოიკლა, იყიდება

ჯგუფ Nirvana-ს სოლისტის, კურტ კობეინისა და მისი მეუღლის, კორტნი ლავის სახლი იყიდება. ინფორმაცია ამის შესახებ patch.com-ზე ვრცელდება.

კურტ კობეინმა და კორტნი ლავმა ეს სახლი 1994 წლის იანვარში შეიძინეს. ისინი აქ შვილთან, ფრენსის ბინ კობეინთან ერთად ცხოვრობდნენ. ამავე წლის 5 აპრილს, სწორედ, ამ სახლის ორანჟერეაში, მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კორტნი ლავმა იქ მხოლოდ სამი წელიღა იცხოვრა და 1997 წელს, 2,9 მილიონ დოლარად გაყიდა.

სახლი, რომელიც 1902 წელს აშენდა, ვაშინგტონის ტბასთან ახლოს, სიეტლში მდებარეობს. მისი ფასი 7,5 მილიონი დოლარია. “7 მილიონად თქვენ შეგიძლიათ როკ-ენ-როლის ისტორიის ფრანგმენტი მიიღოთ” – წერს CNN-ი.

ინტერნეტში, მხოლოდ სახლის გარე ფასადის ნახვაა შესაძლებელი, ინტერიერის ფოტოები კი უცნობია.

Дом Курта Кобейна выставили на продажу-ის სურათის შედეგი
kurt cobain and courtney love IN THEIS HOUSE-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი