კინო

ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი, ფილმიდან “ნათება”, აუქციონზე გაიყიდა

ნაჯახი, რომლითაც ჯეკ ნიკოლსონი სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმში ოთახის კარს ანგრევს, ლონდონის აუქციონზე, 200 ათას დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დასრულდა, სულ 900 ლოტი იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა კინოფილმებიდან. მაგალითად, რასელ ქროუს ჯავშანი, ფილმიდან “გლადიატორი”, ჩაფხუტი 1977 წლის “ვარსკვლავური ომებიდან” და სხვ.

ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახის სიგრძე დაახლოებით ერთი მეტრია. მას ხის ტარი და 30-სანტიმეტრიანი პირი (დანა) აქვს. “ნათების” რეკვიზიტი იდეალურ მდგომარეობაშია. მას მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი აქვს, რომელიც ფილმის გადაღებების დროს გაუჩნდა.

ნიკოლსონის სცენა ნაჯახით, კუბრიკის ფილმის საკულტო და ყველასთვის ცნობილი სცენაა. ნიკოლსონის გმირი ანგრევს იმ ოთახის კარს, რომელშიც მისი ცოლი და შვილი იმალებიან, თავს ჰყოფს შიგნით და ყვირის: “Here is Johnny!”

jack nicholson here's johnny-ის სურათის შედეგი

საინტერესოა, რომ კუბრიკის ეს სცენა ზუსტად იმეორებს 1921 წლის შვედური ფილმის “Körkarlen” სცენას. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფილმი იყო, ამ კონკრეტული სცენის შემთხვევაში, კუბრიკის შთაგონების წყარო.

Откуда появилась знаменитая сцена с топором из фильма "Сияние" Сияние, Джек Николсон, Кубрик, Заимствование, Фильмы, Длиннопост, Видео, Гифка

კომენტარები

კომენტარი