კინო

დაჭრილი მებრძოლებისთვის „შინდისის“ სპეციალური ჩვენება გაიმართება

მხატვრული ფილმის ,,შინდისი” შემოქმედებითი ჯგუფის ინიციატივით 14 ოქტომბერს, ვეტერანთა კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა საომარ მოქმედებებში მონაწილე და დაჭრილი მებრძოლებიოსთვის ფილმის ჩვენება მოეწყობა.

“ფილმი “შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ასახვს. ფილმი ფოკუსირებულია გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებზე, შინდისელებსა და მათ მიერ გადარჩენილ, ალყაში მოხვედრილ მებრძოლებზე. სცენარი ეყრდნობა გარდაცვლილი გმირების ოჯახების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სოფელ შინდისის მოსახლეობისა და საპატრიარქოს მიერ გადმოყვანილი დაჭრილების ნაამბობს. „შინდისს“ ორი სრუმლეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უძღვოდა წინ. ეს დოკუმენტური მასალა დაედო საფუძვლად მხატვრული ფილმის სცენარს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩართული მხარე მოწვეული იყო ფილმის პრემიერაზე, მათ შორის მოსახლეობის მიერ გადარჩენილი, ალყაში მოქცეული, ხუთი მებრძოლიდან სამი დაესწორო პრემიერას, ერთი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა, ერთი მებრძოლი სამწუხაროდ გასულ წელს გარდაიცვალა. ხუთი მძიმედ დაჭრილი მეომარი, რომელიც სოფილის მისახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა, ყველანი გადაღებული გვყავს დიკუმენტურ ფილმებიში, მათი და სოფლის მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, ასევე გარდაცვლილი გმირების ოჯახების ნაამბობით, არც ჩვენ და არც მათ სხვა სამხედროებზე, მრავალი წლის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ გვქონია…

“შინდისის” პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს გაიმართა. ფილმი ეძღვნება “შინდისის გმირებსა” და საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა მეომარს. მიიღეთ ჩვენი პატივისცემა, ყველა მებრძოლს, ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ და მადლიერი ვართ მათი ფასდაუდებელი ამაგის გამო!

“შინდისი”თითოული თქვენგანისადმი მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლო და ქართველი ჯარიკაცების გმირობისა და თავგანწირვის ძეგლია. 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე კი, ამირანში, ვეტერანთა კვირეულის ფარგლებში გაიმართება “შინდისის” სპეციალური ჩვენება, სხვადასხვა საომარ მოქმდებაში მონაწილე და დაჭრილი მებრძოლებისთვის. შესაბამისად ჩვენებას დაესწრება შინდისში გადარჩენილი ყველა მებრძოლი…” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილმი სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულს ეძღვნება. სწორედ ეს ფილმი გაიგზავნება 2020 წლის ოსკარზეც.

ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი