სტილი, დიზაინი

სალომე ზურაბიშვილი Balenciaga-ს კაბებზე: “რომელი ჩავიცვა?”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სოციალურ გვერდზე ფრანგული გამოცემის MARIECLAIRE.FR-ს სტატიას აზიარებს რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ Balenciaga-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას შეეხება.

ზურაბიშვილი Balenciaga-ს კაბებზე წერს: “რომელი ჩავიცვა… სკანდალის გარეშე???”

შეგახსენებთ, რომ პარიზის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ Balenciaga-ს 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა.

სამოსის ინსპირაციის წყარო ადამიანების სხვადასხვა პროფესიები გახდა, რათა შექმნილი სამოსი მაქსიმალურად პრაქტიკული და მორგებული იყოს ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ რუტინას.

Balenciaga-ს ჩვენებაზე სამი ქართველი მოდელი ვახო კედელაძე, ანი გავვა და ლუკა ბიჭიკაშვილი გამოვიდა. გარდა ამისა, წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა მოდელმა, ბელა ჰადიდმა, რომელმაც მიღებული გამოცდილებისთვის შემოქმედებით დიზაინერს მადლობა სოციალურ ქსელით გადაუხადა და აღნიშნა, რომ დემნასთან მუშაობა მისთვის დიდი პატივია.

კომენტარები

კომენტარი