საშემსრულებლო ხელოვნება

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია “არტნიუსს” სახალხო არტისტის ახლობლებმა დაუდასტურეს.

გია ყანჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

ლეგენდარული კომპოზიტორი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

გარდა ამისა, იგი ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.

კომენტარები

კომენტარი