კინო

ნახეთ: Stranger Things-ის მეოთხე სეზონის თიზერი გამოვიდა

Netflix-მა სერიალ “უცნაური ამბების” მეოთხე სეზონის გამოსვლა 40-წამიანი თიზერით ოფიციალურად დაადასტურა.

თიზერში სერიალისთვის დამახასიათებელი საშიში გარემო ჩანს, რომელიც ამ წარწერით სრულდება: “ამიერიდან ჰოუკინსში აღარ ვართ”, რაც ალბათ მინიშნებაა სიუჟეტის განვითარების ახალ ლოკაციაზე. გავრცელებული ცნობებით, ახალ სეზონში მოქმედება ლონდონში გადაინაცვლებს.

“უცნაური ამბები” ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომლის სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. 

სერიალის პირველი სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2016 წელს შედგა.

კომენტარები

კომენტარი