კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

პენელოპა კრუზს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

ესპანელმა მსახიობმა, პენელოპა კრუზმა, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, სადაც მან ახალი ფილმს~ი, სახელწოდებით “Wasp Network” წარადგინა, საპატიო ჯილდო მიიღო. მსახიობს The Donostia Award-ი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ირლანდიური როკ-ჯგუფის, U2-ის ლიდერმა გადასცა.

“პენელოპას ცხოვრება ეკრანზე ძალიან მხიბლავს. ისეთი არტისტები, როგორიც, მაგალითად მე ვარ, საკუთარ თავში იკარგებიან. პენელოპა კი სხვებში იკარგება და ჩვენც, სწორედ ამიტომ ვიკარგებით მასში” – აღნიშნა ბონომ.

პენელოპა კრუზი სამადლობელი სიტყვების შემდეგ ქალებზე ძალადობის თემას შეეხო.

“წელს, მხოლოდ ესპანეთში, 44 ქალი ემსხვერპლა ოჯახურ ძალადობას. 2003 წლიდან კი 1000 ზე მეტი. წარმოგიდგენიათ, მთელი მსოფლიოს მასტაბით რა ციფრებს მიაღწევს ეს მაჩვენებელი?” – განაცხადა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ პენელოპა კრუზი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია მათ შორის, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.

სან-სებასტიანის ყოველწლიური კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა ესპანეთში. ის ქალაქ სან-სებასტიანში, 1953 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი