საშემსრულებლო ხელოვნება

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.

დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან – პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი.

ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი და 10-ზე მეტი მასტერკლასი გაიმართა. ასევე შედგა ახალი პროექტის “საუბრები მუსიკაზე” პრეზენტაცია.

მუსიკის ფესტივალი თელავში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარადა.

კომენტარები

კომენტარი