სტილი, დიზაინი

არმინე არუთინიანი – 23 წლის მოდელი, რომელიც Gucci-ს ჩვენებაზე წარდგა

2019 წელს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარ ფიგურა 23 წლის სომეხი გოგონა გახდა, რომელმაც Gucci-ს ჩვენებაზე გამოჩენით მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

არმინე არუთიანი პოდიუმზე მაკიაჟისა და სპეციალური ვარცხნილობის გარეშე წარდგა და ნატურალური გარეგნობით მოდის კრიტიკოსებში განსხვავებული მოსაზრებები გააჩინა.

როგორც გოგონას მეგობრები წერენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არმინე მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა და ასეთი მაღალი მოდის პოდიუმზე გამოჩნდებოდა. სომხები ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ არმინეს გამოირჩეულად ბუნებრივი და ორიგინალური სილამაზე აქვს.

გოგონა ცნობილი სომეხი მხატვრის, ხაჩატურ აზიზიანის შვილიშვილია და თავადაც გატაცებულია მხატვრობით.

კომენტარები

კომენტარი