საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინეთ: Snoop Dogg-მა Red Right Hand-ის ქავერი შეასრულა

ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, Snoop Dogg-მა Nick Cave and the Bad Seeds-ის ცნობილი სიმღერის, Red Right Hand-ის ქავერი შეასრულა.

ქავერის კლიპში, ლეგენდარული რეპერი მსმენელს როგორც Snoop Shelby, ისე ეცნობა და საკუთარ თავს შელბების კრიმინალური ოჯახის საპატიო წევრად მიიჩნევს.

Nick Cave and the Bad Seeds ქალაქ მელბურნში 1983 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი From Her to Eternity ჩაწერა. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: Henry Lee, Into My Arms და სხვა.

შეგახსენებთ, რომ კომპოზიცია Red Right Hand BBC-ის სერიალის, “ალესილი კეპების” მთავარი საუნდტრეკია. ,ალესილი კეპები” საკმაოდ პოპულარული განგსტერული სერიალია გასული საუკუნის 20-იანი წლების ბირმინგემის კრიმინალურ სამყაროსა და შელბების ოჯახზე – ყველაზე სასტიკ და გავლენიან განგსტერულ ბანდაზე. სერიალის შემქმნელის, სტივენ ნაითის თქმით, სერიალი ეფუძნება XX საუკუნის I ნახევარში მომხდარ რეალურ ისტორიებს. შეგახსენებთ, რომ ახლა სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. მისი პრემიერა მომავალი წლის გაზაფხულსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი