ვიზუალური ხელოვნება

10 ნახატი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხელოვნებას აქვს ძალა – გაგვამხიარულოს, გაგვართოს ან დაგვამწუხროს, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ მას შეუძლია სამყარო ძირეულად შეცვალოს. მეტიც, პაბლო პიკასომ ერთხელ თქვა, რომ ნახატი არ იქმნება იმისთვის, რომ გაალამაზოს სახლი, ეს არის შემტევი და თავდაცვითი იარაღი მტრის წინააღმდეგ.

ხელოვნების ისტორიაში ბევრმა ნახატმა კაცობრიობის აზროვნებაში სრული რევოლუცია მოახდინა. მათ შეცვალეს ჩვენი ხედვები ამა თუ იმ საკითხის შესახებ, როგორებიცაა პოლიტიკა, რელიგია, სოციალოგია და სხვა.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ნახატს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს:

1. ლასკაუქსის გამოქვაბულები, ძვ.წ. 17 000 წ. (Lascaux caves)

1940 წელს, საფრანგეთში, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი წააწყდა გამოქვაბულს, სადაც მათ პრეისტორიული ნახატების შესანიშნავ ნიმუშებს მიაკვლიეს. ეს არ არის ყველაზე ძველი ნახატი, მაგრამ აქ აღმოჩენილი ნამუშევრები ერთ-ერთ უძველეს ხელოვნების ნიმუშებად ითვლება.

2. საშვილოსნოში არსებული ნაყოფის სწავლებები – ლეონარდო და ვინჩი, 1510 წ.

ლეონარდო თავის ბიოლოგიურ ნამუშევრებს პრაქტიკაზე დაყრდნობით ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხალხის გაკვეთა აკრძალული იყო, ის მაინც აკეთებდა ამას. ამ სფეროში მისმა აღმოჩენებმა შეცვალა როგორც მხატვრების, ასევე მეცნიერების სწავლის მეთოდები ადამიანის სხეულის შესახებ.

3. ლას მენინასი, დიეგო ველასკესი, 1656წ.

ეს არ არის ქვეყნის სტანდარტული ნახატი. პრინცესა მარგარიტას და მისი მოსამსახურეების პორტრეტში დიეგომ კომპლექსური კითხვები წამოწია წინა პლანზე, რამაც იმდროინდელი საზოგადოება შოკში ჩააგდო.

4. მარატის სიკვდილი, ჟაკ-ლუი დავიდი, 1793წ.

ფრანგი მხატვრის მიერ შესრულებული ეს ნამუშევარი პირველ პოლიტიკურ ნახატად არის მიჩნეული. აქ არის გამოსახული რევოლუციონერი ლიდერის, ჟენ-პაულ მარატის მკვლელობა.

5. ოლიმპია, ედვარდ მანე, 1863წ.

ეს რადიკალურად შიშველი პორტრეტი პატრიარქული მიშტერების უარყოფად მიიჩნიეს ხელოვნებაში.

6. შავი კვადრატი, კაზიმირ მალევიჩი, 1915წ.

ეს ნახატი ბევრისთვის უბრალოდ შავი ფერის კვადრატია, იმიტომ, რომ ეს ასეა. კაზიმირ მალევიჩის ეს ნამუშევარი ითვლება პირველ ნახატად, რომელსაც კონკრეტული მნიშვნელობა არ გააჩნია.

7. კემბელის სუპის ქილები, ენდი უორჰოლი, 1962წ.

მხატვარმა შთაგონების წყაროდ აიღო დიზაინის ნიმუში, რომელსაც ამერიკელები ყოველდღიურად უყურებენ.

8. გერნიკა, პაბლო პიკასო, 1937წ.

არც ერთი ნახატი არ გამხდარა ომის საწინააღმდეგო მოძრაობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, როგორც პაბლო პიკასოს ეს ნამუშევარი.

9. პრობლემა, რომელთან ერთადაც ყველა ვცხოვრობთ, ნორმან როკველი, 1964წ.

ილუსტრატორ ნორმან როკველისთვის ეს ნახატი კარიერის საუკეთესო ნამუშევარი გახდა. ის ასახავდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ პრობლემას, რომელსაც რასიზმი ქვია.

10. პარტიზანი გოგოები, აუცილებელია გოგოებმა გაიხადონ ხელოვნების მეტროპოლიტენის მუზეუმში შესვლისთვის? 1989წ.

“პარტიზანი გოგოები” არის ხელოვანთა ანონიმური დაჯგუფება, რომელიც მნიშვნელოვან შეტყობინებებს უგზავნის ხალხს.

კომენტარები

კომენტარი