ვიზუალური ხელოვნება

ანკა ბოჭორიშვილი: “ჩემი ნამუშევრების მიზანია ხალხი ალკოჰოლის მოხმარების მაღალ რისკებზე დაფიქრდეს”

22 სექტემბერს, თავისუფლების მოედნის დიდ მიწისქვეშა გადასასვლელში გამოფენა “არჩევანი შენი” გაიხსნა.

გამოფენაზე, რომელიც 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება, წარმოდგენილია ანკა ბოჭორიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომელთაც კურატორობას ანა რიაბოშენკო უწევს. ანკა ქვეყანაში არსებულ ალკოჰოლის მოხმარების მაღალ მაჩვენებელს ეხმიანება და ცდილობს, მაქსიმალურად დაანახოს საზოგადოებას ალკოჰოლის მოხმარების რისკები და შედეგები.

“არტნიუსი” ესაუბრა არტისტს და გთავაზობთ ინტერვიუს:

– როდის და რატომ დაინტერესდით ამ თემით?

– ეს საკითხი დროთა განმავლობაში ხდება ხოლმე დაფიქრებისა და გარჩევის საგანი ჩემს ცხოვრებაში. სულ მაინტერესებს, რატომ არ აღიქმება ალკოჰოლის მოხმარება ისეთივე პრობლემად, როგორც ნარკოტიკის და რატომ არ უფიქრდება ხალხი რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს. ქვეყანაში, სადაც ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე თითქმის ყველა სვამს, ან არ ვიცით ან არ ვიჯერებთ და ვერ ვსწავლობთ, რომ ხშირად ალკოჰოლის მოხმარებას სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

– რა გეხმარებათ შექმნათ ეს ნამუშევრები?

– მე თვითონ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ცუდი შემთხვევები, რომლის გამომწვევიმიზეზიც ჩემი თუ სხვისი ალკოჰოლის მოხმარება იყო და ყველას გვაქვს გარშემო უამრავი სამაგალითო უსიამოვნო ისტორიები. ამ ყველაფრის გამოცდა და ცოდნა მეხმარება შევქმნა ეს ნამუშევრები.

– რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი და მიზანი?

– ჩემი ნამუშევრების, ისევე როგორც ამ პროექტის, მიზანია მივიქციოთ ხალხის ყურადღება ამ საკითხზე, რადგან ეს ნამდვილად დასაფიქრებელია.

კომენტარები

კომენტარი