სტილი, დიზაინი

ნახეთ: კომპანია Mattel-მა გენდერულად ნეიტრალური ბარბები გამოუშვა

ბარბის შემქმნელმა კომპანიამ, Mattel-მა, ახალი, გენდერულად ნეიტრალური თოჯინების ხაზი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაცაა “Creatable World”. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის Twitter გვერდზე ვრცელდება.

ბარბების ამ ახალ კოლექციაში შედის 6 თოჯინა, რომლებსაც განსხვავებული კანის ფერი აქვთ და მკვეთრად გამოხატული გენდერული ნიშნები არ გააჩნიათ. თითოეულ მათგანს ორი პარიკი მოჰყვება (გოგოსი და ბიჭის), ორნაირი სამოსი და აქსესუარები. შესაბამისად, ბავშვს შეუძლია თავად აირჩიოს ბიჭი იქნება მისი თოჯინა თუ გოგო.

“ჩვენს სამყაროში თოჯინები ისეთივე უსაზღვრო შესაძლებლობების არიან, როგორც ბავშვები, რომლებიც ამ თოჯინებით თამაშობენ. წარმოგიდგენთ #CreatableWorld-ს, თოჯინას, რომლის დიზაინიც თავისუფალია იარლიყებისგან და ყველაფერს იტევს” – ნათქვამია კომპანიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი