ბლოგი ვიზუალური ხელოვნება

3 ნახატი რენესანსიდან, რომელშიც შესაძლოა ცნობილი მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოვაჩინოთ

მე-15 საუკუნიდან დღემდე რენესანსული მხატვრობა უფრო და უფრო ცხადყოფს, რომ ყველა მხატვარი საკუთარ თავს ხატავს. პირდაპირი გზით დახატული ავტოპორტრეტების გარდა, მხატვრები თავიანთ ტილოებზე ფარული გზებით წარმოგვიდგენენ ხოლმე საკუთარ თავებს.

მხატვრის ასეთი თვითშეფასება რენესანსის პერიოდში ჰუმანიზმმა და ჰუმანისტურმა ღირებულებებმა განაპირობა. ამ ეპოქის განმავლობაში, ევროპაში დაფარული ავტოპორტრეტების გამოსახვის რამდენიმე გზა არსებობდა. იტალიაში, მხატვრები საკუთარ პორტრეტებს ნახატის ან საკურთხევლის მარჯვენა მხარეს ათავსებდნენ, თუმცა ყველა ლეგენდარული მხატვარი ასე არ იქცეოდა.

მხატვრობის ოქროს ხანაში დაწყებული ტრადიციები თანამედროვე ეპოქასაც შემორჩა და დღემდე შენარჩუნდა. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ 3 ნახატს, რომელშიც ცნობილი მხატვრის ავტოპორტრეტი შესაძლოა იმალებოდეს.

იან ვან ეიკის არნოლფინების ოჯახის პორტრეტი

ნახატზე გამოსახული კაცი არის იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი. იგი ცხოვრობდა ქალაქ ბრიუგეში, როგორც იტალიაში ერთ-ერთი უმდიდრესი გვარის, მედიჩების საბანკო სახლის წარმომადგენელი. ქალი, მისი მეუღლეა. აგრეთვე იტალიელი, ჯოვანე ჩენამი.

კაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე, თითქოს ერთგულების პირობას დებს. მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად. ეს შეუღლების სცენაა. კედელზე მრგვალი სარკე კიდია. მასში ცოლ-ქმრის ზურგი და კიდევ ორი კაცია არეკლილი. ეს კაცები ალბათ მოწმეები არიან. მათგან ერთ-ერთი შესაძლოა თვით იან ვან ეიკიც იყოს, ვინაიდან სარკის ჩარჩოს აწერია: „მე, იან ვან ეიკი, ვიყავი აქ“

რაფაელის ათენის სკოლა

იტალიელი მხატვრის, ჯორჯო ვაზარის მოსაზრების თანახმად, რაფაელმა “ათენის სკოლაში” ასახა მისი თანამედროვეები ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსების პროტოტიპებით. ბრამანტე ან ევკლიდეა ან არქიმედე, ლეონარდო და ვინჩი პლატონი, მიქელანჯელო კი ჰერაკლიტე. ნახატის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, პტოლემისა და ზოროასტერი გვერდით, რაფაელს უნდა ვხედავდეთ.

მიქელანჯელოს განკითხვის დღე

Michelangelo's fresco "The Last Judgment" at the Vatican's Sistine Chapel.

იტალიური რენესანსის ხელოვნის მიქელანჯელო ბუონაროტის ფრესკა, შესრულებული სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, ვატიკანში.

მასზე ასახულია ქრისტეს მეორედ მოსვლა და ღმერთის მიერ მთელი კაცობრიობის უკანასკნელი და სამარადისო განკითხვა. სულები მაღლდებიან და ეშვებიან მათი ბედისწერიდან გამომდინარე, რომელთაც ქრისტე განიკითხავს და რომელსაც გარშემორტყმული ჰყავს ცნობილი წმინდანები: ეკატერინე ალექსანდრიელი, პეტრე, ლოურენსი, ბართოლომეო, პავლე, სიმონი, სებასტიანი, იოანე ნათლისმცემელი და სხვანი.

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: http%3A%2F%2Fcdn.cnn.com%2Fcnnnext%2Fdam%2Fassets%2F190924153237-michelangelo-last-judgement-close.jpg

თუ შედევრს კარგად დავაკვირდებით, წმინდა ბართოლომეოს სხეული უჭირავს, რომელიც მიქენაჯელოს უნდა სიმბოლიზირებდეს. იგი განკითხვის დღეზეა და ელოდება გადაწყვეტილებას სად მოხვდება – სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში.

კომენტარები

კომენტარი