ვიზუალური ხელოვნება კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ფოტოპროტესტი ალბინოსების დასაცავად

აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, კერძოდ, ტანზანიაში, როდესაც იბადები ალბინოსი, განიხილები, როგორც ცოდვილი, ბოროტი და ა.შ. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ვითარებას კიდევ ერთი რამ ამძაფრებს, კონკრეტულად კი ის, რომ დაწესებულია ჯილდო მასზე, ვინც თავს მოაჭრის ალბინოს ბავშვს, რადგან ეს იღბლის მომტანად ითლება. ალბანიზმის თანმდევი შიშები და ცრურწმენები საზოგადოებაში საფუძვლიანდაა გამჯდარი. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დედას ალბინოსი შვილი გაუჩნდება, დაბადების დღესვე ქალთა უმრავლესობა ბავშვს კლავს. თუ მან ეს ყველაფერი უარყო, მას ბავშთან ერთად ქვეყნიდან გააძევებენ.

გერმანელმა ფოტოკონკურსის გამარჯვებულმა მარინკა მასეუსმა შექმნა ფოტოების სერია სახელწოდებით “ერთი მზის ქვეშ. რაღა თქმა უნდა, ინიციატივა ემსახურება მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და შინაარსსმოკლებული სტერეოტიპების დამსხვრევას.

საბოლოოდ კი, მარინკას შემოქმედება იმითაა ღირებული, რომ მისმა პროდუქტმა ალბინიზმი დაგვანახა არა როგორც ანომალია და სიმახინჯე, არამედ მშვენიერება და სილამაზე.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი