კულტურა

საფრანგეთში რენესანსის აქამდე უცნობი შედევრი აღმოაჩინეს

საფრანგეთში, პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ კომპიენში, ერთ-ერთ ოჯახში, რენესანსის ეპოქის აქამდე უცნობი შედევრი აღმოაჩინეს. ნახატი, რომელიც მოხუც ქალს სამზარეულოში ეკიდა და უბრალო ხატი ეგონა, იტალიელი ფერმწერის, პროტორენესანსის პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მხატვრის, ჩიმაბუეს (ჩენი დი პეპო) დაკარგული ნამუშევარი აღმოჩნდა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ნახატი, სახელწოდებით “ქრისტეს დაცინვა” ჩიმაბუეს მიერ 1280 წელს შექმნილი დიპტიქის ერთი ნაწილია, რომლის თითოეული ნახევრის მეოთხედ ნაწილზე ქრისტეს წამების სცენები იყო გამოსახული. ერთი მათგანი ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება, მეორე კი ნიუ-იორკში. დიპტიქის ერთი ნაწილი, ასევე, შემთხვევით აღმოაჩინეს სუფოლკის საგრაფოში, 2000 წელს.

ჩიმაბუეს ნამუშევარს, 27 ოქტომბერს, საფრანგეთში, Actaeon-ის აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად და მისი საწყისი ფასი 4-6 მილიონი ევრო იქნება.


კომენტარები

კომენტარი