საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალით გამოჩნდა

ქართველი დიზაინერის David snow-ს სათვალე არც მეტი, არც ნაკლები პოპულარულმა თინეიჯერმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიკეთა — ამის შესახებ ინფორმაციას popmusic.ge ავრცელებს.

ამერიკელი ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სათვალით რადიოსადგურ SiriusXM-ისა და დანიური საიუველირო კომპანია Pandora-სთვის ჰოლივუდში ექსკლუზიურად გამართულ კონცერტზე მივიდა.

David snow-ს აქსესუარი მომღერლის სტილისტმა, სამანტა ბერქჰართმა აღმოაჩინა მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით.

Davidsnow თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც ძირითადად თანამედროვე, ფუტურისტული სათვალეების წარმოებაზეა ორიენტირებული. დიზაინერი უკვე ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და პოპულარობით სარგებლობს უცხოელ მომხმარებლებშიც.

ნახეთ: ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალით

კომენტარები

კომენტარი