კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება და, როგორც ცნობილია, 1 თვე გაგრძელდება. წელს, თბილისში თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ თეატრალური დასები დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ისრაელიდან.

ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრში, 20:00 საათზე, ქორეოგრაფიული პერფორმანსით 111/ ას თერთმეტი/ One hundred and eleven გაიხსნება.

წელს, მაყურებელი არა მხოლოდ თეატრალურ, არამედ ქორეოგრაფიულ და მულტიმედიურ დადგმებს იხილავს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ – თბილისის, მისი კულტურის, მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით .

“ფესტივალის მისიაა თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო, საუკეთესო ნამუშევრებით; საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ რუკაზე” – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი