შემოქმედებითი ინდუსტრიები

Emmy-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო ტელეფილმად “შავი სარკე: ბანდერსნეჩი” დასახელდა

23 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში, Emmy-ის 71-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც უკვე იცით, ამერიკული ტელეაკადემიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო დრამატული სერიალი “სამეფო კარის თამაშები“ გახდა. საუკეთესო ტელეფილმად “შავი სარკე: ბანდერსნეჩი” დასახელდა, საუკეთესო მინი სერიალად კი “ჩერნობილი”. საუკეთესო კომედიური სერიალის კატეგორიაში კი გამარჯვებულია პროექტი “Fleabag/ნაგავი”.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბილი პორტერი გახდა, ხოლო ქალი ჯოდი კომერი სერიალში “ევას მკვლელობისას“ შესრულებული მთავარი როლისთვის.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის “ემი“ დაიმსახურა პიტერ დინკლეიჯმა “სამეფო კარის თამაშებში“ შესრულებული ტირიონ ლანისტერის როლისთვის. ამავე კატეგორიაში დააჯილდოვეს ჯულია გარნერი “ოზარკში“ შესრულებული როლისთვის.

აღსანიშნავია, რომ “ემი 2019”-ზე წარდგენილი ტელეარხებიდან, ყველაზე მეტი ჯილდო HBO-მ მოიპივა (34), მეორე ადგილზეა Netflix-ი, 27 პრიზით, Amazon-ს კი სერიალებმა 15 ნომინაციაში მოუტანეს გამარჯვება. 4-მა უდიდესმა ამერიკულმა არხმა: ABC-მ, CBS-მ, Fox-მა და NBC-მ, ჯამში, 16 ჯილდო მოიპოვეს. ეს კი “ემის” ისტორიაში მათთვის ყველაზე ცუდი შედეგია.

კომენტარები

კომენტარი