სტილი, დიზაინი

ნახეთ: Balenciaga-მ ახალი მაღაზიისთვის ნატურალისტური მანეკენები შექმნა

მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა, ნუ-იორკში, მედისონ ავენიუზე გახსნილი ახალი მაღაზიისთვის ნატურალისტური მანეკენები შექმნა. საინტერესო ისაა, რომ მანეკენები იმ მოდელების ვიზუალს იმეორებენ, რომლებიც ბრენდის შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე მონაწილეობდნენ, სამოსისიც, შეასბამისად, იგივე აცვიათ, რაც მოდელებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Balenciaga თავის მაღაზიაში ნატურალისტურ მანეკენებს აყენებს. ბრენდი გასულ წელსაც თანამშრომლობდა მხატვარ მარკ ჯენკინსთან, რომელმაც ნამდვილი ადამიანების მსგავსი თოჯინები შექმნა, თუმცა, მაშინ, მათი სახეები კაპიუშონებით იყო დაფარული, ახლა კი ისინი მთლიანად იმეორებენ კონკრეტული მოდელების გარეგნობას.

კომენტარები

კომენტარი