კინო

ნახეთ: “ალესილი კეპების” მეხუთე სეზონის ტრეილერი

Netflix-მა პოპულარული ბრიტანული სერიალის, “ალესილი კეპების” მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

წინა ოთხი სეზონის განმავლობაში, მთავარი გმირი, ტომი შელბი საკუთარი ოჯახის კრიმინალურ იმპერიას ქმნიდა. ამ გზაზე, ის სასტიკად ექცეოდა მოწინააღმდეგეებს და დაუნდობლად რეაგირებდა დაუმორჩლებლობის ყველა მცდელობაზე. მეხუთე სეზონში კი დგება დრო, როცა ის თავისი საქმეების შედეგებს მოიმკის.

ამ სეზონში, ტომი შელბი და მისი ოჯახი ახალი გამოწვევბის წინაშე აღმოჩნდებიან. მაგრამ, ახლა, “ალესილი კეპების” მეთაურს გავლენის ახალი სფერო – ბრიტანეთის პარლამენტი აქვს.

მეხუთე სეზონში, როგორც უკვე ცნობილია, სამსახიობო გუნდს ახალი მსახიობები: ანა ტეილორ-ჯოი და სემ კლაფლინი შეუერთდებიან. კლაფლინი ფაშისტი პოლიტიკოსის, ოსვალდ მოსლის როლს შეასულებს და სერიალის მთავარი ანტაგონისტი გახდება.

კომენტარები

კომენტარი