შემოქმედებითი ინდუსტრიები

21 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 168-ე სეზონი იხსნება

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 168-ე სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ეს ტრადიცია 1930 – წლებიდან მოყოლებული არსებობს.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: გოჩა დათუსანი (აბიო მეფე), გიორგი სტურუა (აბესალომი), ირინა ალექსიძე (ნათელა), მარიკა მაჩიტიძე (მარიხი), ხათუნა ჭოხონელიძე (ეთერი), ვახტანგ ჯაშიაშვილი (მურმანი), მანანა იორდანიშვილი (ნაანა), გიორგი მოციქულაშვილი (თანდარუხი), გია მახარაძე (სტუმარი), ლევან ტაბატაძე (მსახურთუხუცესი), თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი ,,სუხიშვილები”.

„აბესალომ და ეთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი, ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი