კულტურა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აღმაშენებლის მიერ მოჭრილი სპილენძის მონეტა გამოიფინება

მსოფლიოში პირველად, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილი და ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება.

მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო.

გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“

კომენტარები

კომენტარი