შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჯგუფი “მგზავრები” მოსკოვსა და პეტერბურგში კონცერტებს გამართავს

პოპულარული ქართული ფოლკ-ჯგუფი, “მგზავრები”, მოსკოვსა და პეტერბურგში კონცერტებს გამართავს. 21 ნოემბერს, ბენდი კლუბ “1930 Moscow”-ში, 7 დეკემბერს კი კლუბ “მორზეში” გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ “მგზავრების” Facebook გვერდზე ვრცელდება.

“ამ ქალაქებში, პრაქტიკულად, არ დარჩა კლუბი, სადაც არ გამოვსულვართ. ამ კლუბებს ჩვენი ძალიან კარგი მეგობრები ხსნიან, რომლებსაც სრულიად ვენდობით. ვიცით, რომ იქ დაგვხვდება კარგი სცენა, განათება და ხმა. ახალი სცენები ყოველთვის ახალი განცდები და შეგრძნებებია. ჩვენ კი სულ ახლის აღმოჩენას ვცდილობთ” – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მგზავრების” კონცერტების ბილეთები უკვე იყიდება, საიტზე www.mgzavrebi.com/concerts .

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 2006 წელს, გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი “მე მოვიგონე”, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

საქართველოს გარდა, ჯგუფი ხშირად მართავს კონცერტებს რუსეთსა და უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი