კინო

“Mortal Kombat”-ის ეკრანიზაციის გადაღებები დაიწყო

ვიდეოთამაშ “Mortal Kombat”-ის ეკრანიზაციის სცენარის ავტორმა, გრეგ რუსომ, საკუთარ Twitter გვერდზე განაცხადა, რომ ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო.

ფილმის სიუჟეტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. მისი რეჟისორი საიმონ მაკქუოიდი იქნება. ფილმის შექმნელების თქმით, ახალი პროექტს მანამდე არსებულ ეკრანიზაციებთან კავშირი არ ექნება.

ფილმში მონაწილეობენ შემდეგი მსახიობები: ლუდი ლინი, ჯო ტასლიმი, სისი სტრინგერი, ტადანობუ ასანო და სხვები.

შეგახსენებთ, რომ “Mortal Kombat”-ი ორთაბრძოლების ამსახველი ფანტასტიკური ჟანრის სერიაა, რომლის ავტორებიც ედ ბუნი და ჯონ ტობიასი არიან. ის გამორჩევა სისხლიანი სცენების დიდი რაოდენობით. თავდაპირველად, სერიას ქმნიდა Midway Games. წლების განმავლობაში, თამაშს სხვა ფირმებიც უშვებდნენ, თუმცა 2009 წლიდან მისი მფლობელი Warner Bros. Interactive Entertainment-ია.

თამაშების ძირითადი ეპიზოდებია Mortal Kombat, Mortal Kombat II, Mortal Kombat 3, Ultimate Mortal Kombat 3 და Mortal Kombat Trilogy. ყველა ეს ეპიზოდი შემუშავებული იქნა ორგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. მონაწილეები იყენებდნენ ხუთ სხვადასხვა საბრძოლო ილეთს.

კომენტარები

კომენტარი