საშემსრულებლო ხელოვნება

5 საუკეთესო დიჯეი სეტი | Job Jobse

ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ი საზაფხულო სეზონის დახურვისთვის ემზადება. 21 სექტემბერს გამართული ღონისძიება ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება, რადგან მოწვეული არტისტების გარდა, სეზონის დახურვაზე არაერთი ადგილობრივი არტისტი დაუკრავს.

ღონისძიების ერთ-ერთი ჰედლაინერი ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი Job Jobse-ია, რომელმაც კარიერა 2010 წელს, როგორც Booker-მა დაიწყო. ჯობმა მალევე გადაწყვიტა, რომ მისგან წარმატებული მუსიკოსიც დადგებოდა და ასეც მოხდა. 2012 წლის აპრილში, ღონისძიებისთვის, რომელიც Dj სეტით თავადვე გახსნა, პარალელურად, როგორც აგენტმა, Tale of us დაჯავშნა. მისმა პერფორმანსმა Life and Death-ის წევრები იმდენად აღაფრთოვანა, რომ მაშინვე მიიწვიეს Club Der Visionaere-ში გამართულ ფართიზე. იმავე წელს, იგი Life and Death ლეიბლის მენეჯერი გახდა. დღესდღეობით არტისტი, ამსტერდამში, კლუბ De School-ის რეზიდენტია.

გთავაზობთ Job Jobse-ის 5 საუკეთესო დიჯეი სეტს:

კომენტარები

კომენტარი