შემოქმედებითი ინდუსტრიები

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

გახსნის ცერემონიაზე „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად” კონკურსის 7 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი მიხეილ ბატიაშვილმა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ დააჯილდოვეს. ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა გიორგი ჭკადუას – მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების კონსულტანტი ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერია და ტექნოლოგიების მიმართულებით გადაეცა ბესიკ დუნდუას – კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა თამარ ცერცვაძეს – ბიოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის იმუნოლოგია-მიკრობიოლოგიის კათედრის პედაგოგი დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ირაკლი ჯანაშიას – ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგის ინსტიტუტში მეფუტკრეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ვლადიმერ გამსახურდიას – ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ლუკა ნახუცრიშვილს – ზოგადი და შედარებითი ლიტერატურის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ნიკოლოზ ალექსიძეს – ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი