საშემსრულებლო ხელოვნება

„საქართველოს სინფონიეტას“ საკონცერტო ტურნე მაღალმთიან რეგიონებში დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – საქართველოს სინფონიეტამ მაღალმთიან რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ლატალში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და ამბროლაურში კლასიკური მუსიკის კონცერტები გამართა.

შესრულდა: ბენჯამინ ბრიტენის, ალექსი მაჭავარიანის, ვაჟა აზარაშვილისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. პროექტით გათვალისწინებული ქალაქების და რაიონული ცენტრების უმეტესობაში არასოდეს გამართულა ორკესტრის კონცერტი, ზოგიერთ მათგანში კი წინა საუკუნის შემდეგ აღარ მისცემიათ ორკესტრის მოსმენის შესაძლებლობა და ამ ხელოვნებას მონატრებული მსმენელი აღტაცებული უსმენდა კონცერტებს.

მეტად სასიხარულოა, რომ მსმენელის უმეტესობა ბავშვები და ახალგაზრდები იყვნენ, ვინაიდან პროექტის მიზანიც სწორედ რომ საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია იყო, რათა იქ მცხოვრები ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტს გაცნობოდა და კლასიკური მუსიკისადმი ინტერესი გაღვივებოდა.

“იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მსმენელებს შორის აღმოჩნდებიან მომავალი მუსიკოსები, ამისთვის კი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ სამუსიკო სკოლების განვითარებაზე, ინსტრუმენტების შეძენაზე და მუსიკის პედაგოგებზე.” – განაცხადეს სინფონიეტას წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი