კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

Leaving Neverland-მა “ემის” ჯილდო მიიღო

გუშინ, ლოს-ანჯელესში, სატელევიზიო პრემია “ემის” მეორეხარისხოვანი კატეგორიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. “საუკეთესო დოკუმენტური ფილმის” ნომინაციაში კი მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულმა სკანდალურმა ფილმმა “Leaving Neverland” გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ Deadline-ს Twitter გვერდზე ვრცელდება.

ფილმი, სახელწოდებით “Leaving Neverland” HBO-ზე მარტის დასაწყისში გამოვიდა და თვის ყველაზე განხილვადი თემა გახდა. ფილმში ორი მამაკაცი საუბრობს იმის შესახებ, რომ ისინი ბავშვობაში მაიკლ ჯექსონის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.

4 საათიანი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი დენ რიდია. მისი პრემიერა Sundance-ს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

კომენტარები

კომენტარი