სტილი, დიზაინი

დემნა გვასალიამ Vetements-ი დატოვა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements ტოვებს. ამის შესახებ WWD წერს. გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ სოციალურ გვერდზე დიზაინერის მიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვით გვასალია თვლის, რომ თავისი მისია შეასრულა და დროა ბრენდი დატოვოს.

„Vetements დავიწყე, რადგან მოდა მობეზრებული მქონდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა, რაც ჩვენ გამოვჩნდით. ბრენდმა ბევრს გაუღო კარი, ასე რომ, ახლა ვგრძნობ, რომ მე ჩემი მისია შევასრულე“.- განაცხადა დიზაინერმა.

Vetements-ში დემნას ძმა გურამ გვასალია კვლავ იქნება და თანამშრომლობას გააგრძელებს.

დემნა გვასალიამ Vetements-ში 5 წელი იმუშავა და ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები არიან.

კომენტარები

კომენტარი