საშემსრულებლო ხელოვნება

მომღერალი რიკ ოკასეკი გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი და 1980-იანი წლების პოპულარული ჯგუფის, The Cars-ის ფრონტმენი, რიკ ოკასეკი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი TMZ ავრცელებს.

პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ოკასეკი ცოლმა, პაულინა პორიზკოვამ, ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

რიკ ოკასეკი ჯგუფ The Cars-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. ჯგუფი ცნობილი გახდა 1978 წელს, სიმღერის “Just What I Needed” წყალობით. ამის შემდეგ, მათ შვიდი სტუდიური ალბომი ჩაწერეს. გასულ წელს, The Cars-ი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი