კინო

რკინის კაცს Marvel-ის ახალ ფილმში ვიხილავთ

კომპანია Marvel-ის ახალ ფილმში, სახელწოდებით, “შავი ქვრივი” კვლავ ვიხილავთ რობერტ დაუნ უმცროსს, რომელიც Marvel-ის კინოსამყაროში რკინის კაცის, ტონი სტარკის როლით არის ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.

რობერტ დაუნ უმცროსს, ახალ ფილმში, სავარაუდოდ, მეორეხარისხოვან როლში ვიხილავთ.

შავი ქვრივი Marvel-ის ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელია, რომლის როლსაც სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. მისი ნამდვილი სახელი ნატაშა რომანოვაა.

ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, როგორ გახდა ნატაშა რომანოვა შურისმაძიებელი.

შეგახსენებთ, რომ რკინის კაცი Marvel Comics-ის პერსონაჟი და ამავე კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიების სამყაროს სუპერგმირია. მისი შექმნელები სტენ ლი და ჯეკ კირბი არიან. პერსონაჟი, პირველად, კომიქსის “Tales of Suspense“ 39-ე ნომერში გამოჩნდა, 1963 წელს.

რკინის კაცი იყო, აგრეთვე “შურისმაძიებლების“ წევრი. მისი თავგადასავლები ადაპტირებულ იქნა სხვადასხვა ტელესერიალისა და კინოფილმისათვის. სამ კინოფილმში: “რკინის კაცი“, “რკინის კაცი 2“ და “რკინის კაცი 3“, მის როლს, სწორედ, რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. იგი, ასევე, ჩნდება 2012 წლის ფილმში “შურისმაძიებლები“ და ეპიზოდურ როლში, ფილმში “საოცარი ჰალკი“ (2008). 

კომენტარები

კომენტარი